9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QZJYJS8D გამოქვეყნდა 5 ოქტ 29 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

GFC Consulting გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3000–3500 / თვეში +7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,032 ₾ · 22 განცხადება ბოლო ვადა: 6 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "GFC Consulting" 2012 წლიდან წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურების და საკონსულტაციო ფირმას, რომელიც დაკომპლექტებეულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 50 მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) საწარმოებს.

შპს "GFC Consulting" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქალაქ თბილისში მდებარე კონტრაგენტი კომპანიის კვების ობიექტების აღრიცხვის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარგზავნა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • (უპირატესად ჩაითვლება ACCA სერტიფიკატი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
  • ბუღალტრული პროგრამა (ORIS 7/ BALANCE/ SYRVE ცოდნა სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • ქ. თბილისი, კონტრაგენტი კომპანიის ოფისი.
  • სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00);
  • ანაზღაურება 3000- 3500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე);
  • ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა