გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

R15S3N7R გამოქვეყნდა 19 ნოე 1 ნახვა

შესყიდვების მენეჯერი

მედ-დიაგნოსტიკა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ

შპს "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

ვეძებთ კრეატიულ, აქტიურ და იდეებით სავსე ადამიანს, რომელიც იზრუნებს კომპანიის ციფრულ კომუნიკაციაზე, საინტერესო კონტენტის შექმნასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე;

ძირითადი მოვალეობები

  • სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, TikTok) კრეატიული კონტენტის დაგეგმვა და შექმნა;
  • ფოტო და ვიდეო კონტენტის გადაღება, დამუშავება და მონტაჟი;
  • Reels-ებისა და სხვა მოკლე ვიდეოფორმატების მომზადება;
  • პოსტებისა და სარეკლამო მასალებისთვის ტექსტების მომზადება;
  • სოციალური მედიის ტრენდებისა და ახალი ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპანიის სერვისებისა და სიახლეების შესახებ საინტერესო და ინფორმაციული კონტენტის შექმნა;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა და კონტენტ-გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ფოტო და ვიდეოგადაღების საბაზისო ან პროფესიული უნარები;
  • ვიდეოების მონტაჟისა და დამუშავების პროგრამების ცოდნა (CapCut, Canva ან სხვა);
  • სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა;
  • კრეატიული აზროვნება და საინტერესო იდეების გენერირების უნარი;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პორტფოლიოს წარმოდგენა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ

  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს.

თუ გიყვარს კრეატიული იდეების რეალობად ქცევა და გსურს შენი ნამუშევრებით ბრენდის განვითარებაში წვლილის შეტანა, გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა