ფინანსური მენეჯერი
კომპანია: შ.პ.ს. CPAY აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
CPAY არის ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ელექტრონული საფულე, არის Visa-ს ასოცირებული წევრი და უშვებს წინასწარი გადახდის ბარათებს.
ძირითადი მოვალეობები - კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და აღრიცხვა; - გადახდების მომზადება, განხორციელება და კონტროლი - საბანკო ანგარიშების მართვა, გადარიცხვების განხორციელება, ამონაწერების ყოველდღიური კონტროლი და ანგარიშების შეჯერება; - კომპანიის ფულადი ნაკადების (Cash Flow) მონიტორინგი და ლიკვიდობის კონტროლი; - დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული შეჯერება; - პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შემოწმება, სისტემატიზაცია და არქივაცია; - ფინანსური და საბუღალტრო მონაცემების ასახვა შესაბამის პროგრამებში (Oris, 1C ან სხვა); - ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და დახურვის პროცესში მონაწილეობა; - საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, ქონების და სხვა) მომზადებაში მონაწილეობა და ვადების კონტროლი; - ბიუჯეტის დაგეგმვის, ფინანსური ანალიზისა და ხარჯების კონტროლის პროცესში მონაწილეობა; - Excel-ში ანალიტიკური ანგარიშების, ფინანსური მოდელებისა და მენეჯერული რეპორტების მომზადება; - ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა რეგულაციებთან; - საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობის, აუდიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის; - პარტნიორ ბანკებთან, Visa-სთან, საგადახდო სისტემებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ფინანსური ოპერაციების მხარდაჭერა; - კომპანიის ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი); - 1C-ის ან Oris-ის ცოდნა; - MS Excel-ის კარგი ცოდნა - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; - სიზუსტე, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო გრაფიკი - 10:00 – 18:00 ლოკაცია - თბილისი, პეკინის ქუჩა 33ა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge