კურიერი
კვების კომპანია დელიკატო აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე
თუ მოგწონთ დინამიკური სამუშაო, პასუხისმგებლობით ეკიდებით ავტომობილის მართვას და გსურთ სტაბილური შემოსავალი — შემოგვიერთდით გუნდში. გაგვიცანით: www.delicato.ge ჩვენ ვართ კვების კომპანია, რომელიც ახორციელებს მზა კერძების მიწოდებასა და ღონისძიებების მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები: - გამზადებული შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიტანა მითითებულ მისამართებზე - ფურშეტებისა და ღონისძიებების დროს ინვენტარისა და მომსახურე პერსონალის ტრანსპორტირება - ვტომობილის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება - ავტომობილი და საწვავი სრულად კომპანიის უზრუნველყოფით
რას ველოდებით კანდიდატისგან: - B კატეგორიის მართვის მოწმობა - ავტომობილის თავდაჯერებული და უსაფრთხო მართვა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - სისუფთავე და მოწესრიგებულობა - პუნქტუალურობა და გუნდური დამოკიდებულება
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამსახურს მზარდ კომპანიაში - ანაზღაურება — 40 ლარი დღეში + ბონუსური სისტემა - საშუალო თვიური შემოსავალი: დაახლოებით 1 500–1 800 ლარი - ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ - უფასო კვება კომპანიისგან
სამუშაო დღეების არჩევის შესაძლებლობა — კვირაში 5 ან 6 დღე მისამართი: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3ბ სამუშაო საათები: 09:00–18:00
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე. თუ გინდათ სტაბილური სამსახური, მეგობრული გარემო და სამართლიანი ანაზღაურება — ველოდებით თქვენს განაცხადს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.