8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

R1TYRV5Q გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მოლარე-ოპერატორი

საგა იმპექსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. "საგა იმპექსი" კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორაციულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

პოზიცია: მოლარე-ოპერატორი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის 116

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე, 10:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ;

** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;

** სალაროს კონტროლი;

** სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;

** კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება;

** სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა

მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია RS.ge-ზე საბუთების ატვირთვის გამოცდილება;

** სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

** კომუნიკაციის კარგი უნარები;

** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ორგანიზებულობა;

** აკურატულობა.

ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)

პროგრამები:

** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება

დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში.

თუ თვლით, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საგა იმპექსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის