პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

R3CQZTH8 გამოქვეყნდა 12 ნოე 20 ნახვა

ბუღალტერი

არომაპროდუქტი გარე განცხადება
₾2500 / თვეში შესვლა და განაცხადი

−10% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,785 ₾ · 30 განცხადება

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გურამიშვილის 17 მ სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 სთ ანაზღაურება: 2500 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები

  • იმპორტის საბაჟო დეკლარაციების აღრიცხვა, იმპორტის დღგ-ისა და ბაჟის ასახვა და შესაბამისი საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი;
  • იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების ფორმირება ხელშეკრულებებში მითითებული ინკოტერმსის პირობების გათვალისწინებით: ტრანსპორტირება, დაზღვევა, საბაჟო და სხვა დამატებითი ხარჯები;
  • იმპორტირებული საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შეჯერება მომწოდებლის ინვოისებთან და ფაქტობრივად მიღებულ საქონელთან, გამოვლენილი სხვაობებისა და მიღებული საკრედიტო ნოტების აღრიცხვა;
  • გამოვლენილი სხვაობების (ნაკლებობა, დაზიანება, ფასის სხვაობა) საფუძველზე მომწოდებლებისთვის დებიტ ნოტების მომზადება და გაგზავნა;
  • მომწოდებლებთან შედარების აქტების მომზადება და გაგზავნა, გამოვლენილი სხვაობების დაზუსტება და გამოსწორება; უცხოელი მომწოდებლების საავანსო და საკრედიტო ანგარიშების სისწორის კონტროლი, საკურსო სხვაობების გამოთვლა და აღრიცხვა;
  • ტრანზიტში მყოფი საქონლის აღრიცხვა, ტრანზიტის ანგარიშის ნაშთების შეჯერება სატრანსპორტო დოკუმენტებთან და საქონლის მიღების შემდეგ მისი საწყობში ასახვა;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან ანგარიშსწორების შედარების აქტების მომზადება და გაგზავნა, გამოვლენილი სხვაობების დაზუსტება და სატრანსპორტო მომსახურების რეესტრის წარმოება;
  • იმპორტირებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა შესყიდვის თვითღირებულებით, საბაჟო და სხვა დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით;
  • იმპორტის დღგ-ის რეესტრის ყოველთვიური მომზადება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
  • ფიზიკური პირების იჯარისა და მომსახურების დარიცხვა და დაბეგვრა.
  • ხელფასის გაანგარიშების ფაილების გადამოწმება და დამუშავება;
  • ხელფასის პროგრამული დარიცხვა შესაბამის ხარჯის და/ან დანახარჯთა ცენტრის ანგარიშებზე;
  • შვებულებების, საავადმყოფო ფურცლების (ბიულეტენების) და სხვა დარიცხვების აღრიცხვა და ასახვა;
  • საშემოსავლო და სახელფასო საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი;
  • ფიზიკური პირებისთვის იჯარისა და მომსახურების ანაზღაურების დარიცხვა და დაბეგვრა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • იმპორტის ბუღალტრული აღრიცხვის გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა, განსაკუთრებით დღგ-ისა და საბაჟო საკითხების;
  • Incoterms-ის პირობების ცოდნა;
  • rs.ge-ის პორტალთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საბაჟო დეკლარაციებთან;
  • ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია FINA)

უნარები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

დღე-ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებელი

ახალი
ლიდერ კრედიტი ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გარე განცხადება 12 ნოე 12 ნოე

უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი

ახალი
G&A Group თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
მიმართე აქ 12 ნოე 12 ნოე

ბუღალტერი

ახალი
გალაქსი ჯორჯია თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
მიმართე აქ 12 ნოე ₾2000 12 ნოე −28% ჩვეულებრივთან შედარებით

პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი

ახალი
ტექნო კრედიტ პლიუსი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 12 ნოე ₾1200 12 ნოე −46% ჩვეულებრივთან შედარებით

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა