ბუღალტერი
−10% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,785 ₾ · 30 განცხადება
გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გურამიშვილის 17 მ სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 სთ ანაზღაურება: 2500 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები
- იმპორტის საბაჟო დეკლარაციების აღრიცხვა, იმპორტის დღგ-ისა და ბაჟის ასახვა და შესაბამისი საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი;
- იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების ფორმირება ხელშეკრულებებში მითითებული ინკოტერმსის პირობების გათვალისწინებით: ტრანსპორტირება, დაზღვევა, საბაჟო და სხვა დამატებითი ხარჯები;
- იმპორტირებული საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შეჯერება მომწოდებლის ინვოისებთან და ფაქტობრივად მიღებულ საქონელთან, გამოვლენილი სხვაობებისა და მიღებული საკრედიტო ნოტების აღრიცხვა;
- გამოვლენილი სხვაობების (ნაკლებობა, დაზიანება, ფასის სხვაობა) საფუძველზე მომწოდებლებისთვის დებიტ ნოტების მომზადება და გაგზავნა;
- მომწოდებლებთან შედარების აქტების მომზადება და გაგზავნა, გამოვლენილი სხვაობების დაზუსტება და გამოსწორება; უცხოელი მომწოდებლების საავანსო და საკრედიტო ანგარიშების სისწორის კონტროლი, საკურსო სხვაობების გამოთვლა და აღრიცხვა;
- ტრანზიტში მყოფი საქონლის აღრიცხვა, ტრანზიტის ანგარიშის ნაშთების შეჯერება სატრანსპორტო დოკუმენტებთან და საქონლის მიღების შემდეგ მისი საწყობში ასახვა;
- სატრანსპორტო კომპანიებთან ანგარიშსწორების შედარების აქტების მომზადება და გაგზავნა, გამოვლენილი სხვაობების დაზუსტება და სატრანსპორტო მომსახურების რეესტრის წარმოება;
- იმპორტირებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა შესყიდვის თვითღირებულებით, საბაჟო და სხვა დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით;
- იმპორტის დღგ-ის რეესტრის ყოველთვიური მომზადება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
- ფიზიკური პირების იჯარისა და მომსახურების დარიცხვა და დაბეგვრა.
- ხელფასის გაანგარიშების ფაილების გადამოწმება და დამუშავება;
- ხელფასის პროგრამული დარიცხვა შესაბამის ხარჯის და/ან დანახარჯთა ცენტრის ანგარიშებზე;
- შვებულებების, საავადმყოფო ფურცლების (ბიულეტენების) და სხვა დარიცხვების აღრიცხვა და ასახვა;
- საშემოსავლო და სახელფასო საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი;
- ფიზიკური პირებისთვის იჯარისა და მომსახურების ანაზღაურების დარიცხვა და დაბეგვრა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- იმპორტის ბუღალტრული აღრიცხვის გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა, განსაკუთრებით დღგ-ისა და საბაჟო საკითხების;
- Incoterms-ის პირობების ცოდნა;
- rs.ge-ის პორტალთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საბაჟო დეკლარაციებთან;
- ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია FINA)
უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.