← ყველა ვაკანსია

R3GHX0VD გამოქვეყნდა 6 აგვ 58 ნახვა

SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსი

Bank of Georgia

Bank of Georgia

Bank of Georgia

საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსს.

ძირითადი ფუნქციები

  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლებისა და ტენდენციების ანალიზი;
  • საკრედიტო პოლიტიკების, წესებისა და სკორინგული მოდელების გავლენის შეფასება პროდუქტის შედეგებზე;
  • პროდუქტების ეფექტიანობის შეფასება დამტკიცების მაჩვენებლის, დეფოლტის სიხშირის, რისკის ღირებულებისა და სხვა ძირითადი ინდიკატორების საფუძველზე;
  • ანალიტიკური დასკვნების მომზადება და შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის;
  • ავტომატიზებული დაკრედიტების პროდუქტებისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემების განვითარებაში მონაწილეობა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის, სტატისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე მიმართულებით; მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, საბანკო საქმიანობის, საკრედიტო რისკების ან ბიზნესანალიზის მიმართულებით; საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების საბაზისო ცოდნა

  • SQL-ისა და Excel-ის კარგი ცოდნა (სავალდებულო);
  • Power BI-სთან ან სხვა BI ინსტრუმენტებთან, Python-თან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • DWH / Data Mart კონცეფციების ცოდნა სასურველია;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე მკაფიოდ და ლაკონურად წერის უნარი;

უპირატესობად ჩაითვლება:საკრედიტო პროდუქტების, სკორინგული მოდელებისა და ავტომატიზებული დაკრედიტების პროცესების ცოდნა; პროდუქტის განვითარებაში, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა ან ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვაში მონაწილეობა.

ცოდნა და უნარები

  • მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის ეფექტიანი გადმოცემის (data storytelling) უნარი: რთული ანალიტიკური მიგნებების მკაფიოდ და დამაჯერებლად წარდგენა როგორც ტექნიკური, ისე არატექნიკური აუდიტორიისთვის;
  • ბიზნესპროცესების ანალიზისა და გააზრების უნარი და ბიზნესკონტექსტის საკრედიტო რისკისა და პროდუქტის მოთხოვნებად გარდაქმნა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია;
  • გუნდური მუშაობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; რამდენიმე ამოცანისა და პრიორიტეტის პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა