7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

R56KK7DD გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

კონტენტ კრეატორი/სტაჟირება

მირაბალდები via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„მირაბალდები“ ეძებს კონტენტ კრეატორს

„მირაბალდები“ მუშაობს ქალთა გაძლიერებისა და განათლების მიმართულებით. ჩვენი მიზანია ისტორიულად მნიშვნელოვანი და თანამედროვე ქალების ისტორიების გაცოცხლება და მათი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

ვაცხადებთ ვაკანსიას Content Creator-ის პოზიციაზე (მოხალისეობრივი პოზიცია).

ვეძებთ კრეატიულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ვიდეოების გადაღება, აქვს საკუთარი ვიზუალური ხედვა და შეუძლია იდეის საინტერესო, თანამედროვე ვიდეოდ ქცევა. შენი მთავარი დავალება იქნება მირაბალდების სოციალური საწარმოს მიერ შექმნილი პროდუქტებისთვის მოკლე ვიდეოების შექმნა Instagram-ისა და TikTok-ისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია: - კარგი ვიზუალური ხედვა - ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის ცოდნა - კრეატიული იდეების მოფიქრების უნარი - სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების ცოდნა - ინტერესი ქალთა ისტორიების, ქალების მხარდაჭერისა და სოციალური პროექტების მიმართ

თუ ეს შესაძლებლობა შენთვის საინტერესოა, მოგვწერე! გამოგვიგზავნე შენი სოციალური ქსელის ბმული ან პორტფოლიო ელფოსტაზე: mirabaldebi@gmail.com, რომ გავეცნოთ შენს ნამუშევრებს.

გახდი მირაბალდების ამბების მთხრობელი. ✨

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
მირაბალდები
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა