პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

R6G2ZAQK გამოქვეყნდა 7 ნოე 0 ნახვა

ტრენინგი - ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190 სტანდარტის შესაბამისად

თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190 სტანდარტის შესაბამისად“.

სასწავლო კურსი განკუთვნილია კვლევითი და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების პერსონალისთვის პროფესიული უნარების განვითარების ან ახალი კომპეტენციების შეძენის მიზნით.

რატომ არის კურსი მნიშვნელოვანი? ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება მნიშვნელოვანია პერსონალის, ბიოლოგიური მასალისა და გარემოს დასაცავად. კურსი ეფუძნება ISO 15190 საერთაშორისო მოთხოვნებს, რომელებიც სამედიცინო და ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს. პროგრამა მონაწილეებს აძლევს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას

შემდეგ საკითხებზე

  • ბიოლოგიურ საფრთხეებთან მუშაობა;
  • რისკების მართვა;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

კურსის დეტალები

  • ღირებულება: 1000 ლარი
  • ხანგრძლივობა: 16 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ტრენინგის ჩატარება უშუალოდ დამკვეთის კლინიკურ ან კვლევით ლაბორატორიაში). სერტიფიკატი: კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მსმენელის კომპეტენციას ISO 15190 მოთხოვნების შესაბამისად.

განრიგი

  • კურსის დაწყების თარიღი – 14 დეკემბერი
  • შეხვედრების განრიგი საათების მიხედვით (ხუთშაბათი-კვირა): ხუთშაბათი: 11:00–16:00 სთ;
  • პარასკევი: 16:00–19:00 სთ; შაბათი და კვირა: 11:00–15:00 სთ.

მენტორები მარი მურცხვალაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი სწავლების და ლაბორატორიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. კვალიფიკაცია მიღებული აქვს აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, იელის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის სანგერის გენომის ცენტრში. 2013 წლიდან მუშაობს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.

ეკატერინე თევდორაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მოლეკულური ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით ბიოლოგიური საფრთხის შემცველ აგენტებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (GAC) – საერთაშორისო სტანდარტების (სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 საგამოცდო/საკალიბრო და სსტ ისო 15189:2022 სამედიცინო ლაბორატორიები) მიხედვით კომპეტენციის შემფასებელ-ექსპერტი.

რეგისტრაცია ინდივიდუალური რეგისტრაცია: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3U7YPUu ჯგუფური რეგისტრაცია: გთხოვთ, მოგვწერეთ ელფოსტაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა