შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრ. სპეციალისტი
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის 76; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა; 2. ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები
- უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების მოძიება;
- მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
- შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
- არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის სისტემატური შემოწმება, ხარვეზების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა;
- თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- არანაკლებ პროფესიული განათლება;
- მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
- ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა).
პიროვნული უნარ-ჩვევები
- სისტემური აზროვნების უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- სტრესის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ცვლილებების მიმღებლობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ნოემბერი.