9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

R7EY6AMN გამოქვეყნდა 9 ოქტ 36 ნახვა

ქსელის მართვის და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინერი

მაგთიკომი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ნოე

"მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინრის თანამდებობაზე.

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

** ქსელის სხვადასხვა კომპონენტების პროაქტიური მონიტორინგი და სტატისტიკის წარმოება; ** პრობლემის დიაგნოსტირება და შესაძლებლობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა ან ესკალირება; ** ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და ინსტალაცია.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო);
  • ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • ქსელური ტექნოლოგიების Swiching-ის, Routing-ის, MPLS-ის ცოდნა;
  • Cisco CCNP ან ანალოგიური სერტიფიკაციის დონის შესაბამისი ცოდნა (სასურველია ROUTE და SWITCH-ის ჩაბარებული ტესტები);
  • IOS XR, NX-OS, JUNOS ქსელურ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელური აპარატურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
  • რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქსელის ინჟინერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა