8,645 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VY67WBB2 გამოქვეყნდა 16 სექ 3 ნახვა

Domino`s Pizza

Domino`s Pizza

ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი

Domino`s Pizza გარე განცხადება
დისტანციური სტაჟირება გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ცხრა ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატებს.

გამოცდილება არ გაქვს? არ არის პრობლემა!

საქმიანობას ადგილზე შეისწავლი და გაივლი შესაბამის ტრენინგებს — მთავარია შენი მოტივაცია და სწავლის სურვილი.

პოზიცია - ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, გლდანი (მეტროს მიმდებარედ), ისანი (მეტროს მიმდებარედ)

სამუშაო გრაფიკი: 1/3, 2/2 ან დღეგამოშვებით სამუშაო საათები: 12:00 - 07:00

რას გააკეთებ?

როგორც უნივერსალური ოპერატორი, შენი სამუშაო მრავალფეროვანი იქნება და მოიცავს როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციას, ისე პროდუქციის მომზადებას:

  • შეკვეთების მიღება დისტანციური არხებიდან;
  • მენიუს ზედმიწევნით შესწავლა და პროდუქციის შესაბამისი სტანდარტით მომზადება;
  • პიცის აწყობა და მომზადება;
  • პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ Domino`s?

ჩვენთან მიიღებ არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ განვითარების შესაძლებლობასაც:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას და სწავლებას ნულიდან;
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას — პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივით;
  • Fitpass-ს / ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში.

რას ველოდებით შენგან?

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნას;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენერგიულობასა და აქტიურობას;
  • პოზიტიურ განწყობას;
  • პუნქტუალურობას;
  • შრომისმოყვარეობას;
  • ყურადღებას და მობილიზებულობას.

რატომ Domino`s?

შენ შეძლებ განივითარო როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების, ისე ოპერაციული მუშაობის უნარები, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და ეტაპობრივად გაიარო კარიერული გზა მენეჯერული პოზიციებისკენ. თუ ღამის გრაფიკი შენთვის მოსახერხებელია, გინდა სტაბილური სამუშაო გარემო და ეძებ ადგილს, სადაც სწავლა, განვითარება და კარიერული ზრდა რეალური შესაძლებლობაა — გელოდებით Domino`s ის გუნდში!

როგორ შემოგვიერთდე?

გამოგვიგზავნე CV/რეზიუმე ელფოსტაზე. წერილის Subject-ში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი". ან შეავსე სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/mAuDKY9FznmR4xu4A

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი:

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Domino`s Pizza
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა