გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

R8FTYFYY გამოქვეყნდა 31 ოქტ 34 ნახვა

მძღოლი

თიბისი

თიბისი

თიბისი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე : მძღოლი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა პოზიციის შესახებ ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და სანდო მძღოლს ბანკის თანამშრომლების უსაფრთხო, კომფორტული და დროული ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. პოზიციის მთავარი მიზანია თანამშრომლების უსაფრთხო, კომფორტული და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა, ავტომობილის გამართულობის კონტროლი და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოვალეობები

  • ბანკის თანამშრომლების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
  • გადაადგილების მარშრუტების წინასწარ დაგეგმვა და საგზაო მდგომარეობის გათვალისწინება;
  • ავტომობილის სისუფთავის, ტექნიკური გამართულობისა და სათანადო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის პერიოდული ტექნიკური მომსახურების საჭიროების მონიტორინგი;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხო მართვის სტანდარტების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მგზავრთა გადაყვანა;
  • სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

პიროვნული და პროფესიული უნარები

  • სტრესულ და არაპროგნოზირებად საგზაო პირობებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა და მარშრუტების დაგეგმვა;
  • ავტომობილის მოვლისა და ექსპლუატაციის საკითხების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესში კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

სამუშაო პირობები

  • სრული განაკვეთი და სტანდარტული სამუშაო გრაფიკი;
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ავტომობილით უზრუნველყოფა ბანკის მხრიდან;
  • სამუშაო ლოკაცია ძირითადად თბილისი, საჭიროების შემთხვევაში კი საქართველოს სხვა რეგიონები.

კვალიფიკაცია

  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
  • მძღოლად მუშაობის 3–5 წლიანი გამოცდილება;
  • უსაფრთხო და თავდაჯერებული მართვის უნარი;
  • საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა და მათი დაცვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • წინა სამუშაო ადგილიდან რეკომენდაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CtCyk

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა