დიასახლისი
Luxury Apartment Agency აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები - აპარტამენტების ყოველდღიური და სტუმრის გასვლის შემდგომი სრული დასუფთავება კომპანიის ჩეკლისტისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად; - საწოლის მოწესრიგება, თეთრეულისა და პირსახოცების შეცვლა დადგენილი წესით; - სააბაზანოს, სანიტარული კვანძის, სამზარეულოს ზონის, იატაკისა და აივნის საფუძვლიანი დასუფთავება და დეზინფექცია; - სტუმრისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების, წყლისა და სხვა აუცილებელი მარაგების შევსება; - ნომრის საბოლოო შემოწმება: სისუფთავე, სუნი, განათება, ტექნიკა, ინვენტარი და საერთო ვიზუალური მდგომარეობა; - აღმოჩენილი დაზიანების, გაუმართაობის ან დანაკლისის შესახებ ადმინისტრატორის დაუყოვნებლივ ინფორმირება; - დაკარგული და ნაპოვნი ნივთების, სტუმრის კონფიდენციალურობისა და ქონების დაცვის პროცედურების ზუსტად დაცვა; - საწმენდი საშუალებების, სამუშაო ინვენტარისა და დამხმარე სივრცეების უსაფრთხოდ, ეკონომიურად და მოწესრიგებულად მართვა. - კომპანიის ოფისში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ოფისის პერიოდული დასუფთავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პატიოსნება და დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, სისუფთავის მაღალი სტანდარტი და საქმის დროულად დასრულების უნარი;
- ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
- გუნდური მუშაობისა და ადმინისტრატორთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სასტუმროში ან აპარტამენტების დასუფთავებაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; გამოცდილების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია გადამზადება;
- ქართული ენის ცოდნა აუცილებელია; რუსული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- რას გთავაზობთ
- სტაბილურ, არასეზონურ სამსახურს და ანაზღაურების დროულად ჩარიცხვას;
- სასტუმროს ხარისხის სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო ინსტრუქციებსა და პრაქტიკულ გადამზადებას;
- საჭირო სამუშაო ინვენტარს, ორგანიზებულ გარემოსა და მხარდამჭერ გუნდს;
- კარგი შედეგების შემთხვევაში უფროსი დიასახლისის პოზიციაზე განვითარების შესაძლებლობას.
როგორ გამოგვეხმაუროთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე luxuryaparthotell@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: „დიასახლისი“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 690059