HR მენეჯერი
"CITY HOME" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე!
ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ HR მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები
- ახალი თანამშრომლების აქტიური მოძიება და მოზიდვა;
- კანდიდატებთან გასაუბრებების ჩატარება და შერჩევა;
- ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების მოზიდვის არხების მართვა;
- თანამშრომლების აყვანის პროცესის ორგანიზება;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა.
ჩვენგან მიიღებთ
- ანაზღაურება 1, 500 ლარიდან ზევით;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მზარდ გუნდში მუშაობას;
- შედეგების მიხედვით დამატებითი ანაზღაურების შესაძლებლობას.
მოთხოვნები
- HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
- ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV პირად შეტყობინებაში.