8220 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RBH7FSCH გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

შშმ-პირების მხარდამჭერი/დამხმარე

ხელიხელს გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ააიპ "ხელი ხელს" არის სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2011 წლიდან.

ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე (უპირატესად ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე) პირთათვის ღირსეული საოჯახო გარემოს შექმნა, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება და სოციალური ინკლუზია. ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული დეინსტიტუციონალიზაციისა და შშმ პირების უფლებების ადვოკატირების პროცესში.

ამ ეტაპზე მომსახურებით სარგებლობს 52 ბენეფიციარი.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში, საცხოვრისში არსებული მომსახურება ითვალისწინებს 18 წელს ზევით ბენეფიციარების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაცია/აბილიტაციასა და პერსონა-ცენტრულ მიდგომას (რომელიც ემყარება პიროვნების სურვილებს, პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს, სადაც გათვალისწინებულია მათი შესაძლებლობები), რასაც მხარდამჭერები ეტაპობრივად ავითარებენ.

ორგანიზაციის საცხოვრისებში ასისტირებისათვის ორგანიზაცია "ხელი ხელს" იწვევს დაინტერესებულ პირებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;

** სხვა ადამიანებზე (სასურველია შშმ პირებზე) ზრუნვის გამოცდილება;

** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარული, ინკლუზიური განათლების, სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის ან მომიჯნავე სფეროებში.

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;

** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;

** კეთილსინდისიერება/სანდოობა;

** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);

** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;

** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;

** მიზანსწრაფულობა;

** ადაპტაციის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების დახმარება/მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა/უფლებების დაცვა;

** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო, ფუნქციონალური და პროფესიული უნარების განვითარება.

ფუნქცია/მოვალეობები:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების

** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების (თვითმოვლა, თვითმომსახურება) და საოჯახო საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერა;

** შშმ პირებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს მოვლისა და ჰიგიენური ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;

** პროფესიული უნარების გამომუშავებისა და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;

** სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;

** განათლება/განვითარების ხელშეწყობა;

** ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა.

შერჩევის პროცედურა:

** 1 ეტაპი - CV-ის განხილვა;

** 2 ეტაპი - გასაუბრება;

** 3 ეტაპი - სწავლება და 1-თვიანი პრაქტიკა

** 4 ეტაპი - შერჩევა, ხელშეკრულების გაფორმება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ ორგანიზაციის ვებგვერდს http://www.handinhand.ge/ge/

https://www.facebook.com/handinhandg/?fref=ts

საკონტაქტო პირი:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ხელიხელს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის