7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RBZ7TTNJ გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾750–2000 / თვეში ბოლო ვადა:

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

გრაფიკი: სრული და ნახევარი განაკვეთი სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ანაზღაურების სისტემა: სისტემა იცვლება კომპანიაში სამუშაო გამოცდილების შესაბამისად და ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიურ ბონუსს. ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება (სრული გრაფიკი): - 1250 ლარი (0-დან 6 თვემდე გამოცდილება) - 1500 ლარი (6-დან 12 თვემდე გამოცდილება) - 1750 ლარი (12-დან 24 თვემდე გამოცდილება) - 2000 ლარი (24 თვე და მეტი გამოცდილება)

ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება (ნახევარი განაკვეთი): - 750 ლარი (0-დან 3 თვემდე გამოცდილება) - 1000 ლარი (3 თვე და მეტი გამოცდილება)

პასუხისმგებლობები: - კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის სრულად მხარდაჭერა; - სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება; - კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე; - კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით; - გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე; - კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება; - კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით; - კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები); - ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი); - სამედიცინო ან/და სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gysiubh

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა