თრექინგის მენეჯერი
ROUTESTAR LLC აცხადებს ვაკანსიას თრექინგის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებს ლოგისტიკის სფერო, გსურს საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა და ეძებ დისტანციურ სამსახურს სტაბილური ანაზღაურებით — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
რას გააკეთებ? - ROUTESTAR LLC თანამშრომლობს აშშ-ში მოქმედ ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც ახორციელებენ ტვირთების გადაზიდვას ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. - თრექინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობა იქნება სატვირთო გადაზიდვების მონიტორინგი, ინფორმაციის კონტროლი და სამუშაო პროცესში საჭირო კომუნიკაცია.
სამუშაო პირობები - პოზიცია: თრექინგის მენეჯერი - ანაზღაურება: 2000 ლარი - სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური — სახლიდან - სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი - სამუშაო საათები: 16:00–01:00
გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ კანდიდატებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც არის: - პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის უნარით; - მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული; - სტაბილური და პასუხისმგებლიანი სამუშაო პროცესის მიმართ.
აუცილებელი მოთხოვნები - ინგლისური ენა — C1 დონე; - რუსული ენა — მინიმუმ B1 დონე; - კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები; - პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ; - საღამოს/ღამის სამუშაო გრაფიკთან ადაპტაციის შესაძლებლობა.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი ROUTESTAR -ის გუნდში შემდეგ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.