ექთნის თანაშემწე
"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიული გამოცდილების მიღება და განვითარება სამედიცინო სფეროში, მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
მისამართი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. N1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი (III სემესტრიდან).
ძირითადი მოვალეობები და პიროვნული უნარ-ჩვევები
- კლინიკის შინაგანაწესის, დადგენილი წესებისა და პროტოკოლების დაცვა;
- დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად შესრულება;
- მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს, 24-საათიანი მორიგეობა;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი
- კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი პროფესიონალური გუნდის წევრი!