საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
შპს "ფავორიტი სტილი" - ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.
შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!
კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: საბეჭდი დანადგარის ოპერატორი.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: აფრიკა, ა. ენუქიძის #5
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბეჭდი დანადგარის სრული მართვა;
- საჭირო მასალით მომარაგება;
- დანადგარის მუშაობის პროცესის კონტროლი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობიანი;
- ორგანიზებული;
- შრომისმოყვარე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- დანადგარის მართვის შესწავლა შესაძლებელია ადგილზე;
დამატებითი ბენეფიტები
- განვითარების და სწავლის შესაძლებლობა;
- 50%-იან ფასდაკლება კვებაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass სარგებლობის შესაძლებლობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე ან ელ.ფოსტაზე.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ან დამიკავშირდით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საბეჭდი დანადგარის ოპერატორი"
"ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ფავორიტი სტილ" -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.