9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RE95ZSY0 გამოქვეყნდა 17 ოქტ 59 ნახვა

IT სპეციალისტი

ბი თი ქეი აი რეილვეის გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე

ბი თი ქეი აი რეილვეის აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის აღწერა: შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - MikroTik და არამართვადი როუტერების კონფიგურაცია, ადმინისტრირება (RouterOS): firewall, NAT, DHCP, VLAN, ტრაფიკის მართვა - ქსელის (LAN/WAN) აგების, დიაგნოსტიკისა და პრობლემების აღმოფხვრის უნარი, TCP/IP და DNS-ის ცოდნა - Windows Server-ის ადმინისტრირება: მომხმარებლების ანგარიშებისა და წვდომების (უფლებების) მართვა, ფაილ-საცავის ადმინისტრირება, სარეზერვო ასლების (backup) შექმნა, აღდგენა და მონიტორინგიკომპიუტერების, საოფისე და სხვა საჭირო პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და პრობლემების აღმოფხვრა - პრინტერებისა და სკანერების ქსელში ჩართვა და გამართვა (IP მისამართები, დრაივერები, გაზიარება, გაუმართაობის დიაგნოსტიკა და ტონერის/ბარაბნის მდგომარეობის კონტროლი - IP კამერების, DVR/NVR-ისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ავტონომიური კამერების კონფიგურაცია, ქსელში ჩართვა, დისტანციური წვდომის გამართვა და დიაგნოსტიკა - დომენებისა და ჰოსტინგის მართვა: DNS ჩანაწერები (A, MX, TXT და სხვა), ელფოსტის ანგარიშების გამართვა, ვადების კონტროლი - თანამშრომელთა ტექნიკური მხარდაჭერა და გაუმართაობების დროული აღმოფხვრა (ადგილზე და დისტანციურად) - ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ანტივირუსი, განახლებები, პაროლებისა და წვდომების პოლიტიკა, ქსელის დაცვა - სარკინიგზო ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება - საკონფერენციო ოთახის აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა - ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება: - უმაღლესი განათლება (IT)

სამუშაო გამოცდილება: - მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით

პროფესიული ცოდნა და უნარები: - კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების ცოდნა - ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა - ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირების და ოპერატიულად გადაჭრის უნარი - ქართული და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა - სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი - მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის

საბუთების წარმოდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა