სამშენებლო პროექტის მენეჯერი
დეველოპერული კომპანია "გრინბილდი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.;
- ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
- კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
- გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;
- მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
- სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
- აუცილებელია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.