შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - დადგენილი შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; - შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების მოდულების შემუშავება/განახლება; - შრომის უსაფრთხოების ტრენინგების და ინსტრუქტაჟების დაგეგმვა, ჩატარება და აღრიცხვა კანონმდებლობისა და კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად; - რისკების შეფასების დოკუმენტების შემუშავება/განახლება; - ობიექტიების და სამუშაოების მონიტორინგი და ანგარიშგება; - მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; - სამუშაო მოწყობილობების ინსპექტირების პროცესის უზრუნველყოფა; - შრომის უსაფრთხოების ინვენტარისა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - შრომის ინსპექციის სამსახურთან და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; - შიდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში მუშაობა; - შრომის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა; - ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატის/ დიპლომის ფლობა; - შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; - MS Office-ის ცოდნა; - 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სასურველია: - მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი; - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. (ორშაბათი-პარასკევი / 9:00 - 18:00 საათი); - მივლინებებში სიარული;
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.