8594 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RGE7PQVH გამოქვეყნდა 9 სექ 9 ნახვა

ატელიე აუთლეტი

ატელიე აუთლეტი

ვიზუალური მერჩენდაიზერი

ატელიე აუთლეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ATELIER OUTLET"/"ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.

კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე, რომელიც გემოვნებითა და სტანდარტების დაცვით წარმოაჩენს პროდუქციას მაღაზიაში.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ვაკე/დიღომი

გრაფიკი: 09:30-18:30 (დასვენება — 2 დღე)

კონკურენტული ანაზღაურება

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;

** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან;

** FITPASS;

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;

აუცილებელი მოთხოვნები: Fashion ინდუსტრიაში ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** კოლექციის განახლება მაღაზიაში;

** კედლებისა და რეილების ვიზუალის შექმნა;

** პროდუქციის მოწესრიგება/მოვლა;

** წესრიგის მუდმივი კონტროლი;

** ვიტრინის და მანეკენის ცვლილება პერიოდულად;

** ფოტო-რეპორტის წარმოება კოლექციის განახლებისას;

** ვიზუალური FOCUS წერტილების შექმნა სხვადასხვა სექციისთვის;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ-მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV ელექტრონულ მისამართზე:

Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ატელიე აუთლეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა