ადმინისტრატორი
სტომატოლოგიური კლინიკა "სორიზო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი; სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკიფორე ირბახის 17 ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკაში მოსული პაციენტების პირველადი მიღება, დახვედრა და კონსულტაციაზე გადამისამართება;
- პაციენტების ჩაწერა და ვიზიტების მართვა სამედიცინო პროგრამაში;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება და პაციენტებთან კომუნიკაცია;
- პაციენტების სამედიცინო ბარათების აღრიცხვა, შევსება და პროგრამული მართვა;**
- კლინიკის ექიმებთან და ასისტენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
- სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება) და სალაროს ანგარიშგება;
- მისაღებ სივრცეში (Reception) წესრიგისა და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.
უნარები/კომპეტენციები:
- სამუშაო გამოცდილება სტომატოლოგიურ ან სამედიცინო კლინიკაში ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გასაუბრების შემდეგ მოთხოვნილი დოკუმენტაცია იქნება: პირადობის ასლი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.