8893 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RMRJT1N9 გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

საკრედიტო ექსპერტი

სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾950 / თვეში ბოლო ვადა:

საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;

დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები;

სამუშაო ადგილი: ბათუმი;

ანაზღაურება: ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსური სისტემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო სექტორში;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

** მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;

** საკრედიტო განაცხადების მიღება, ანალიზი და დამუშავება;

** კლიენტებისთვის საკრედიტო პროდუქტებისა და პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების ეფექტურად წარმოჩენა;

** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის წარდგენა;

** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი და მართვა;

** კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კორპორატიულ ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: და წერილის თემაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"საკრედიტო ექსპერტი".

ვაკანსიაზე განაცხადის გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად შეაგროვებს, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს (CV/რეზიუმეს) მხოლოდ დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თუ გაქვთ საკრედიტო საქმიანობის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და გსურთ კარიერული განვითარება სტაბილურ და მზარდ ორგანიზაციაში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის