უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
„Ark Invest“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვებგვერდი: https://arkinvest.ge/
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით; - მომხმარებელთა ბაზის მართვა – მონაცემების მუდმივი განახლება, სიზუსტის და სანდოობის უზრუნველყოფა; - პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და პროექტების სრულყოფილად ცოდნა; - პოტენციური კლიენტებისა და ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ობიექტებზე ვიზიტების ორგანიზება და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად, განსაკუთრებით საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობისთვის;
პიროვნული თვისებები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - განვითარებაზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
„Ark Invest“ ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ კომპანიის ზრდასა და განვითარებაში; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 11:00–19:00 ანაზღაურება: 2000 ლარიდან (გამომუშავებით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.