9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RNMWTQY5 გამოქვეყნდა 5 ოქტ 31 ნახვა

ქისთოუნ ინვესთმენთს

ქისთოუნ ინვესთმენთს

უმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსი

ქისთოუნ ინვესთმენთს გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

Keystone Investments აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსის (Junior Investment Analyst) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)

კომპანიის შესახებ: Keystone Investments არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ფონდის ინვესტიციის პორტფელი მოიცავს კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://keystone.ge/ge/.

ძირითადი მოვალეობები: - საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიების ფინანსურ ანალიზს; - ფინანსური მოდელების მომზადებასა და განახლებას; - ბაზრისა და სხვადასხვა სექტორის კვლევას; - საინვესტიციო პროექტების IRR, NPV, ROI და სხვა ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას; - საინვესტიციო პრეზენტაციებისა და ანალიტიკური მასალების მომზადებას; - Due Diligence პროცესებში მონაწილეობას; - მოქმედი საინვესტიციო პროექტების ფინანსური შედეგების მონიტორინგს.

ვაკანსია ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის III–IV კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით და დაინტერესებული არიან კარიერის განვითარებით ინვესტიციების, Private Equity-ისა და კორპორაციული ფინანსების სფეროში. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნება და განვითარების სურვილი. კანდიდატისგან ველით კარგ ანალიტიკურ და რაოდენობრივ უნარებს, Excel-ის კარგ ცოდნას, ინგლისური ენის ცოდნას, პასუხისმგებლობის მაღალ დონესა და ფინანსებისადმი ინტერესს. პრიორიტეტი მიენიჭება თავისუფალი უნივერსიტეტის, აისეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და უნივერსიტეტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა