გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RNN0JZWH გამოქვეყნდა 9 ნოე 8 ნახვა

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

ეიჩეს კონსალტინგი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "ეიჩეს კონსალტინგი" არის კომპანია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით, რომელიც ორგანიზაციებს უწევს სრულ მომსახურებას აღნიშნული მიმართულებით.

პოზიცია: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი სამუშაო ადგილი: სამეგრელო, იმერეთი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები

  • შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება
  • შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა
  • ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება
  • დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი
  • შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება
  • ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა
  • მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. ** მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება
  • სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება
  • საკანონმდებლო სიახლეების ასახვა ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში
  • ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
  • რეპორტინგის წარმოება

განათლება, უნარები, დამატებითი ცოდნა & თვისებები:

  • უმაღლესი აკადემიური განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა. უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სასურველია ავტომანქანის ფლობა შესაბამისი მართვის მოწმობით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.

გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება და რეგიონი, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა