ადმინისტრაციული მენეჯერი
+45% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,379 ₾ · 89 განცხადება
გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ
RE DLINER — შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და გარემოსდაცვითი მომსახურების მიმართულებით მოქმედი კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და პროაქტიულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან მართვას და გუნდის მუშაობის კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- დირექტორის სამუშაო კალენდრის, შეხვედრებისა და დავალებების კოორდინაცია;
- თანამშრომლების სამუშაო დავალებებისა და შესრულების ვადების მონიტორინგი;
- კლიენტებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- მომსახურების ხელშეკრულებების, ანგარიშების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- გეგმიური ვიზიტების ორგანიზება და სპეციალისტების სამუშაო გრაფიკების კოორდინაცია;
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
- კომპანიის შიდა მონაცემთა ბაზებისა და CRM სისტემის განახლება;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ისა და Google Workspace-ის კარგად ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე სამუშაო პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი.
სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 2000 ლარი
რას გთავაზობთ?
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- უშუალო თანამშრომლობას კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
- მრავალფეროვან სამუშაო პროცესებსა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.