8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RT198JM8 გამოქვეყნდა 25 აგვ 12 ნახვა

მზარეულის დამხმარე

სამორინე ოტიუმი via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამორინე ოტიუმი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობაა მზარეულებს დაეხმაროს მაღალი ხარისხის კერძების მომზადებაში, სამზარეულოში სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები: - მენიუს ინგრედიენტების მომზადებაში დახმარება; - ყველა საკვები პროდუქტის მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით; - სამუშაო ადგილის, აღჭურვილობისა და სამზარეულოს ზონების სისუფთავის და ორგანიზების დაცვა; - HACCP სტანდარტების, საკვების სწორად დამუშავებისა და სანიტარული ნორმების მუდმივი დაცვა; - გუნდური მუშაობა სამზარეულოს შეუფერხებლად და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად; - ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესებისა და გაიდლაინების ზედმიწევნით დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილების ქონა; - HACCP სტანდარტების ცოდნა; - ძირითადი კულინარიული ტექნიკისა და საკვების მომზადების მეთოდების ცოდნა; - სწრაფ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი; - დეტალებისადმი დიდი ყურადღება და ხარისხისადმი ერთგულება; - გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები; - მოქნილობა სხვადასხვა ცვლაში მუშაობისთვის, მათ შორის საღამოს, შაბათ-კვირას და საყოველთაო დასვენების დღეებზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: shrmgr@otiumcasino.com და სათაურის ველში მიუთითოთ "მზარეულის დამხმარე"; ან მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე "ოტიუმის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ადგილზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სამორინე ოტიუმი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა