გერმანულენოვანი ოფისის თანამშრომელი
Georgian Tax Partners LLC ეძებს გერმანულენოვან მრავალპროფილიან თანამშრომელს ოფისის მიმართულებით.
სამუშაო ძირითადად დაკავშირებული იქნება ზოგად საოფისე და ადმინისტრაციულ საქმიანობასთან. პოზიცია არ მოიცავს კლიენტების მოძიებას.
სამუშაო სივრცე ჩვენს ოფისში, კოსტავას ქუჩაზე (რუსთაველის გამზირი).
სამუშაო გრაფიკი ინდივიდუალურად შეთანხმდება — შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკვეთით მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენი გუნდის წევრობისთვის მნიშვნელოვანია
- გერმანული ენის კარგი ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- სწრაფი ათვისების უნარი და მრავალფეროვან სამუშაო პროცესში ჩართვის სურვილი;
- მოტივაცია და შესაბამისი, დეტალური ტრენინგის გავლის შემდეგ, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- თანამედროვე სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
- პოზიციის პასუხისმგებლობის შესაბამის ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო გრაფიკს — დღეში 4 / 8 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- მეგობრულ და სასიამოვნო გუნდს, რომელშიც მუშაობენ გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე მოსაუბრე კოლეგები;
- დეტალურ საწყის ტრენინგსა და სამუშაო პროცესში სათანადო მხარდაჭერას.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.