8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RW6S2MQM გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

ადმინისტრატორი

sushi24.ge via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "სუში მანია", აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "Sushi24.ge", აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 2/2 — 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე; ** შესაძლებელია მუშაობა როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში; ** სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა: 10 საათი; ** ანაზღაურება: 7 ლარი საათში.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის თანამშრომლებზე გადანაწილება; ** შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესის კონტროლი; ** მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი; ** სალაროსა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი; ** საჭირო ფორმებისა და დოკუმენტაციის წარმოება; ** ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზებასა და კონტროლში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება; ** ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი; ** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სტრესულ და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sushi24.ge

გთხოვთ, ელფოსტის ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
sushi24.ge
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა