ABA თერაპევტი (გამოცდილი)
High Five International ABA Center აცხადებს ვაკანსიას: ABA თერაპევტის (გამოცდილი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო | High Five International ABA Center
ჩვენ ვმუშაობთ აუტიზმის მქონე და განვითარების სხვა საჭიროებების მქონე ბავშვებთან; ვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებს და ვიცავთ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.
მოთხოვნები: - ABA თერაპევტად მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა; - რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა; - ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) პრინციპების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი; - ინდივიდუალური ქცევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გამოცდილება; - მონაცემთა შეგროვებისა და ბავშვის უნარების განვითარების მონიტორინგის უნარი; - რთულ ქცევებთან მუშაობის უნარი თანამედროვე, ეთიკური მიდგომების გამოყენებით; - შესაბამისი განათლება და საერთაშორისო სერტიფიცირება (IBT, RBT, IBA) ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები: - ბავშვებთან ინდივიდუალური ABA სესიების ჩატარება; - კომუნიკაციური, სოციალური, სათამაშო და ადაპტური უნარების განვითარებაზე მიმართული პროგრამების განხორციელება; - ბავშვის პროგრესთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი; - სუპერვიზიებსა და გუნდურ განხილვებში მონაწილეობა; - ცენტრში მომუშავე სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა; - პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვა.
რას გთავაზობთ: - საათობრივი ანაზღაურება — 20 ლარიდან. კონკრეტული განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციების გათვალისწინებით: - სტაბილური დატვირთვა, სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობით: - რეგულარული პროფესიული სუპერვიზია: - დამატებითი ტრენინგები ცენტრის ხარჯზე: - საერთაშორისო სერტიფიცირებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები.
როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ: გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი სამუშაო გამოცდილება და გავლილი ტრენინგები)მეილზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.