9293 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RZ87H0DJ გამოქვეყნდა 29 ოქტ 33 ნახვა

ბარისტა

illy Caffè გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾611 / თვეში −65% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,731 ₾ · 191 განცხადება ბოლო ვადა: 30 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Illy caffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.

"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა (თბილისი მოლის ფილიალში)

ვაკანტური ადგილი: 1

პირობები:

  • ანაზღაურება: 6.11 ლარი საათში + თიფსი + 1.5 % ნავაჭრის 1 თვის შემდეგ (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %)
  • სამუშაო გრაფიკი: 2X2, 12 სთ, თვეში 15 დღე, მცოცავი
  • სამედიცინო დაზღვევა,
  • კვება.

მოვალეობები:

  • ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობის მომზადება;
  • ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
  • ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
  • კაფეს სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
  • თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
  • კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
  • უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურისა და სტანდარტის დაცვა რესტორანში.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ბარისტად მუშობის გამოცდილება;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელმისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა