ბარისტა
"Illy caffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა (თბილისი მოლის ფილიალში)
ვაკანტური ადგილი: 1
პირობები:
- ანაზღაურება: 6.11 ლარი საათში + თიფსი + 1.5 % ნავაჭრის 1 თვის შემდეგ (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %)
- სამუშაო გრაფიკი: 2X2, 12 სთ, თვეში 15 დღე, მცოცავი
- სამედიცინო დაზღვევა,
- კვება.
მოვალეობები:
- ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობის მომზადება;
- ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
- ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
- კაფეს სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
- თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
- კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
- ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
- უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურისა და სტანდარტის დაცვა რესტორანში.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ბარისტად მუშობის გამოცდილება;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელმისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.