9771 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RZSXRCFY გამოქვეყნდა 6 ოქტ 33 ნახვა

სუშის მზარეულის დამხმარე

სუში რუმი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.

გაიხსნა სუში რუმ-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი

რას გთავაზობთ:

  • მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
  • უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან
  • პრემიუმ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქციით, ინვენტარით და ხელსაწყოებით
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.

მოთხოვნები:

  • ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლიუსია)
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

  • მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.)
  • სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება
  • სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთვოდეს ფოტოსურათი.

შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა