გაყიდვების სპეციალისტი
IT Connect აცხადებს ვაკანსაის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები: - shop.itconnect.ge-ზე განთავსებული პროდუქციის აქტიური გაყიდვა და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა; - ახალი B2B მომხმარებლების მოძიება და კომპანიებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება; - პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით ეფექტური კომუნიკაციის წარმოება; - არსებული მომხმარებლების ბაზის რეგულარული დამუშავება, განვითარება და ურთიერთობის შენარჩუნება; - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება; - კომპანიებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა და შემდგომი Follow-up კომუნიკაციის წარმოება; - გაყიდვების პროცესის სრული მართვა - პირველი კონტაქტიდან შეკვეთის წარმატებით დასრულებამდე; - ცივი და თბილი ლიდების დამუშავება, კვალიფიცირება და გაყიდვების პროცესში გადაყვანა; - კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიზნობრივი ელ. ფოსტის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; - პოტენციური მომხმარებლების სეგმენტირება პროდუქტების, ინტერესებისა და მიმდინარე შეთავაზებების მიხედვით; - ახალი პროდუქტების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან; - Cross-sell და Upsell შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება გაყიდვების ზრდის მიზნით; - მოთხოვნილი პროდუქტის მიუწვდომლობის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება; - ონლაინ მაღაზიიდან, სატელეფონო ზარებიდან და ელ. ფოსტიდან შემოსული შეკვეთებისა და მოთხოვნების დროული დამუშავება; - პროდუქციის ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების დაზუსტება მომხმარებლისთვის; - საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კოორდინაცია პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და შეკვეთების დეტალების დასაზუსტებლად; - მომხმარებლების, ლიდებისა და გაყიდვების სტატუსების CRM-ში ან შესაბამის სისტემაში აღრიცხვა და განახლება; - გაყიდვების შედეგების პერიოდული ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის; - ინდივიდუალური გაყიდვების გეგმისა (Sales Target) და განსაზღვრული KPI-ების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; - გაყიდვების სფეროში, სასურველია B2B მიმართულებით, მუშაობის გამოცდილება; - ტექნოლოგიური პროდუქტებისა და IT სფეროს მიმართ ინტერესისა და საბაზისო ცოდნის არსებობა; - მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; - გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი; - ცივი და თბილი ლიდების ეფექტურად დამუშავების გამოცდილება; - კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და Follow-up კომუნიკაციის წარმოების უნარი; - CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.