მოლარე-კონსულტანტი
ოტო მოტორსი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ადგილმდებარეობა:სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი,აღმაშენებლის ხეივანი #213 ობიექტზე წარმოდგენილია საავტომობილო კოსმეტიკის,აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების მულტიბრენდული სივრცე. სამუშაო გრაფიკი-თვეში 15 დღე ანაზრაურება-ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა, აქვს გაყიდვებისადმი ინტერესი და სურს განვითარდეს საავტომობილო პროდუქტების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები - მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; - საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; - მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და შეთავაზება; - პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და დანიშნულების გაცნობა; - ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება; - დღის განმავლობაში განხორციელებული სალარო ოპერაციების კონტროლი; - პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ცოდნა; - სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა; - პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მოლარე-კონსულტანტის, მოლარის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები; - საბაზისო კომპიუტერული უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ყურადღებიანობა და სიზუსტე; - სწრაფად სწავლისა და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.