ინვენტარიზაციის სპეციალისტი
შპს „აჭარა ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - საწარმოში ძირითადი საშუალებებისა და მარაგების რეგულარული ინვენტარიზაციების დაგეგმვა, მათი ჩატარების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი; - ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი. ფიზიკურ და პროგრამულ ნაშთებს შორის აცდენის აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა და მიზეზის დადგენა; - ინვენტარიზაციის შედეგების პასუხისმგებელ პირებთან გავლა და დოკუმენტირება; - ინვენტარიზაციის პროცესის გამართვასა და დახვეწაში მუდმივი ჩართულობა; - უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა; - საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); - საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel); - ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. - ბუღალტრული პროგრამის (ორისი) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - სწრაფი ადაპტაციის უნარი; - ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; - სისწრაფე და მოქნილობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი - ინვენტარიზაციის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.