8401 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

S39J3Y7C გამოქვეყნდა 3 სექ 4 ნახვა

პრობლემური სესხების ოფიცერი / PD

კრედო ბანკი გარე განცხადება
თელავი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური სესხების ოფიცერი (PD), თელავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება; - მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა; - საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონულ იურისტთან - სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება. - პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: - სასურველია უმაღლესი განათლება (იურიდიული, ან ეკონომიური მიმართულებით); - სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა); - მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი; - მოქნილი სამუშაო საათების მიმართ; - სასურველია ავტომობილის ყოლა; - ლოგიკური აზროვნების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

განცხადების მიღების ვადა: 17 სექტემებერი, 2026 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

#გახდიკრედოელი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კრედო ბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის