ფილიალის ადმინისტრატორი/მშობლებთან ურთიერთობის მენეჯერი
"ბურთბუშელა" აცხადებს ვაკანსიას!
ლოკაციები: საბურთალო და რუსთავი
ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანებს, რომლებიც შემოუერთდებიან ბურთბუშელას გუნდს!
პოზიცია: ფილიალის ადმინისტრატორი/მშობლებთან ურთიერთობის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვებისა და მშობლების თბილი დახვედრა და მეგობრული გარემოს შექმნა;
- ახალი მშობლებისთვის ბურთბუშელას კონცეფციის, სავარჯიშო პროგრამისა და უპირატესობების გაცნობა;
- საცდელ ვარჯიშზე მოსული მშობლების კონსულტაცია და რეგისტრაციის პროცესში დახმარება;
- მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
- ვარჯიშების მიმდინარეობისას ფოტო- და ვიდეოკონტენტის გადაღება საკუთარი მობილური ტელეფონით, სოციალური ქსელებისთვის;
- ბავშვების დასწრებისა და რეგისტრაციების აღრიცხვა;
- მწვრთნელებთან კოორდინაცია და ფილიალის ორგანიზაციული საკითხების მართვა;
- დაინტერესებულ მშობლებთან კომუნიკაცია და ახალი მოსწავლეების მოზიდვის ხელშეწყობა.
ვის ვეძებთ?
- პოზიტიურ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანს;
- ვისაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა;
- აქვს კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
- შეუძლია საინტერესო კადრების შემჩნევა და ხარისხიანი ფოტო- და ვიდეოკონტენტის შექმნა;
- არის ორგანიზებული, ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი.
კონტენტის გადაღება განხორციელდება თანამშრომლის პირადი მობილური ტელეფონით. კარგი კამერის მქონე სმარტფონის ფლობა და მობილური გადაღების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ასევე ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
1. საბურთალოს ფილიალი
- შაბათი და კვირა
- 11:00-16:00
- მისამართი: კოსტავას ქ. 70
2. რუსთავის ფილიალი
- შაბათი და კვირა
- 14:00-19:00
- მისამართი: ბათუმის ქუჩა
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მზარდ პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- ფიქსირებულ ანაზღაურება (300 ლარი) + შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს.
როგორ შემოუერთდე ჩვენს გუნდს?
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელფოსტაზე უნდა გამოგვიგზავნონ:
- CV (რეზიუმე);
- მოკლე სამოტივაციო წერილი,
წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია — საბურთალო" ან "ვაკანსია — რუსთავი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.