9887 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

S3SY7ASZ გამოქვეყნდა 22 ოქტ 15 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ოპტიმისტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში −20% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,251 ₾ · 204 განცხადება ბოლო ვადა: 23 ნოე

ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 13 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.

კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: სენაკი სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი. ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 1000₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე). კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1250₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).

იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
  • პროფესიულ ტრეინინგებს;
  • კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - სენაკი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა