გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "გლობალ ესთეტიკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში:
ძირითადი მოვალეობები: - სამედიცინო დაწესებულებებში, კოსმეტოლოგებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება. - სამიზნე აუდიტორიისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა და გაყიდვა. - კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა. - შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულებით); - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - აკადემიურად მეტყველების და ეფექტური კომუნიკაციის უნარების ფლობა; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - კომპანიის პროდუქციის და მისი კონკურენტების სრულყოფილი შესწავლა და გაყიდვების ოპტიმიზაცია. - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
კომპანიის შეთავაზება: - პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა; - ხელფასის კონკურენტული დონე, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე; - საბონუსე სისტემა. - გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.