ენისა და მეტყველების თერაპევტი
კომპანია "ბრაით აკადემი" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
- ბავშვთან თერაპიული სესიის ჩატარება
- შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
- დოკუმენტაციის წარმოება
- მშობლის განათლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
- ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
- უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
- შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება
- ბავშვთან ჩართულ სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- შესაბამისი უმაღლესი განათლება
- კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრის ხარისხი
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი
სავალდებულო მოთხოვნები
- ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
- ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაცია
- გუნდური მუშაობა
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა
- რთულ და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 4 დეკემბერი