9597 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

S6RWQ9E9 გამოქვეყნდა 24 ოქტ 13 ნახვა

პერსონალის შერჩევის სპეციალისტი

უნიკომი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

შპს "უნიკომის" საცალო ქსელი წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით (ქუთაისი, ზესტაფონი, ბათუმი). ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ.

"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით საკადრო საჭიროებებისა და კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • ვაკანსიების ტექსტების მომზადება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
  • კანდიდატების აქტიური მოძიება დასაქმების პლატფორმების, სოციალური ქსელების, პროფესიული კონტაქტებისა და სხვა არხების გამოყენებით;
  • რეზიუმეების გადარჩევა, პირველადი გასაუბრებებისა და ინტერვიუების ჩატარება;
  • კანდიდატების გამოცდილების, უნარებისა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
  • შერჩეული კანდიდატების ხელმძღვანელებისთვის წარდგენა და შემდგომი გასაუბრებების კოორდინაცია;
  • კანდიდატებისთვის შერჩევის ეტაპების შესახებ ინფორმაციისა და დროული უკუკავშირის მიწოდება;
  • კანდიდატთა ბაზის წარმოება და განახლება;
  • შერჩევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშგება;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (ონბორდინგის) პროცესის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
  • შესაბამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით ახალი თანამშრომლების სწავლების გეგმისა და გრაფიკის მომზადება, სწავლებაზე პასუხისმგებელი პირების შეთანხმება და პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • ადაპტაციის პერიოდში ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა, მათგან და ხელმძღვანელებისგან უკუკავშირის შეგროვება და პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია პერსონალის შერჩევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება საცალო გაყიდვების სფეროში თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებისა და ციფრული საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
  • ბათუმში და ზესტაფონში სამსახურებრივ მივლინებებში გამგზავრების შესაძლებლობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნარები:

  • ადამიანებთან ურთიერთობისა და ყურადღებით მოსმენის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის მართვა და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • ინიციატივა და კანდიდატების მოძიების ახალი გზების ძიების სურვილი;
  • ობიექტური შეფასება და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და კონფიდენციალური ინფორმაციისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
  • გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

თუ გაინტერესებთ ადამიანებთან მუშაობა და გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ "უნიკომის" გუნდის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ვადა: 23.11.2026

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

"Unicom" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა