8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

S74DF25Q გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ალგორითმების ინჟინერი

Digital Vision Solutions გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Digital Vision Solutions" ეძებს გამორჩეულ მათემატიკურ ნიჭს, რომელსაც შეუძლია რთული ალგორითმების შექმნა, მათემატიკური ფუნქციების შემუშავება და ინოვაციური ამოცანების ეფექტურად გადაჭრა.

თუ მათემატიკა თქვენი ძლიერი მხარეა და სიამოვნებას განიჭებთ რთული ლოგიკური და ალგორითმული ამოცანების გადაწყვეტა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** რთული ალგორითმების შექმნა, განვითარება და ოპტიმიზაცია;

** მათემატიკური ფუნქციებისა და მოდელების შემუშავება;

** კომპლექსური პრობლემების ანალიზი და ეფექტური გადაწყვეტების შექმნა;

** მათემატიკური მოდელირება და ალგორითმების ტესტირება;

** პროგრამისტებთან და კვლევით გუნდთან თანამშრომლობა;

** მაღალი ხარისხისა და წარმადობის მქონე გადაწყვეტილებების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი დონის ცოდნა მათემატიკაში;

** ღრმა ცოდნა ალგებრის, გეომეტრიის, მათემატიკური ანალიზის, დისკრეტული მათემატიკის, ალბათობის თეორიის, სტატისტიკის, კომბინატორიკის, რიცხვთა თეორიისა და ოპტიმიზაციის მიმართულებებით;

** ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების კარგი ცოდნა;

** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** რთული მათემატიკური ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვის ვეძებთ:

** საქართველოს წამყვანი ფიზიკა-მათემატიკური სკოლების კურსდამთავრებულებს;

** მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების ან მონათესავე მიმართულებების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;

** კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ოლიმპიადებში ან მათემატიკურ კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება;

** ადამიანებს, რომლებსაც უყვართ რთული პრობლემების გადაჭრა და ინოვაციური აზროვნება.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** ინოვაციურ და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Digital Vision Solutions
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის