9.875 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

S97N7Y0T 20 Eki tarihinde yayınlandı 15 görüntüleme

საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 31 Eki tarihine kadar başvurun

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის დამკვირვებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას 17 - ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო პერიოდი: 09 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით;
  • ანაზღაურება: დღეში 50 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

ძირითადი მოვალეობები:

  • გამოცდის ჩატარების ადგილზე გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 30 წუთით ადრე;
  • გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში;
  • შესაბამის უწყისში, რეგისტრაციაში გაატაროს სტუდენტები და მათი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცდაზე გამოცხადება;
  • სტუდენტების მიერ კუთვნილი ადგილების დაკავების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელისგან ჩაიბაროს საგამოცდო უწყისი და დალუქულ კონვერტში მოთავსებული საგამოცდო მასალები;
  • თვალყური ადევნოს გამოცდის მიმდინარეობას და წინამდებარე წესით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
  • გამოცდიდან სტუდენტის მოხსნის ან საგამოცდო ნაშრომის ჩამორთმევის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეადგინოს ოქმი შესაბამისი მიზეზის დაკონკრეტებით;
  • უპასუხოს სტუდენტს მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე, საგამოცდო საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აკრძალულია;
  • საგამოცდო დროის ამოწურვამდე 10 (ათი) წუთით ადრე მოახდინოს სტუდენტების ინფორმირება დარჩენილი საგამოცდო დროის შესახებ;
  • საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე ჩამოართვას სტუდენტებს ნაშრომები, მოათავსოს ისინი კონვერტში და გადასცეს საგამოცდო ცენტრს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით;
  • უნივერსიტეტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას ანგარიშგება მომსახურების მიმდინარეობის შესახებ;
  • დაიცვას კონფიდენციალურად უნივერსიტეტისგან მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და არ დაუშვას მისი გარეშე პირისათვის გადაცემა თუ ამას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ან არ არსებობს დამკვეთის წერილობითი ნებართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა);

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz