საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის დამკვირვებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას 17 - ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- სამუშაო პერიოდი: 09 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით;
- ანაზღაურება: დღეში 50 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
ძირითადი მოვალეობები:
- გამოცდის ჩატარების ადგილზე გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 30 წუთით ადრე;
- გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში;
- შესაბამის უწყისში, რეგისტრაციაში გაატაროს სტუდენტები და მათი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცდაზე გამოცხადება;
- სტუდენტების მიერ კუთვნილი ადგილების დაკავების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელისგან ჩაიბაროს საგამოცდო უწყისი და დალუქულ კონვერტში მოთავსებული საგამოცდო მასალები;
- თვალყური ადევნოს გამოცდის მიმდინარეობას და წინამდებარე წესით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
- გამოცდიდან სტუდენტის მოხსნის ან საგამოცდო ნაშრომის ჩამორთმევის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეადგინოს ოქმი შესაბამისი მიზეზის დაკონკრეტებით;
- უპასუხოს სტუდენტს მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე, საგამოცდო საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აკრძალულია;
- საგამოცდო დროის ამოწურვამდე 10 (ათი) წუთით ადრე მოახდინოს სტუდენტების ინფორმირება დარჩენილი საგამოცდო დროის შესახებ;
- საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე ჩამოართვას სტუდენტებს ნაშრომები, მოათავსოს ისინი კონვერტში და გადასცეს საგამოცდო ცენტრს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით;
- უნივერსიტეტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას ანგარიშგება მომსახურების მიმდინარეობის შესახებ;
- დაიცვას კონფიდენციალურად უნივერსიტეტისგან მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და არ დაუშვას მისი გარეშე პირისათვის გადაცემა თუ ამას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ან არ არსებობს დამკვეთის წერილობითი ნებართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა);
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- სტრესის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.